გურამ ქუთათელაძე ელვეს ბრენერისთან დამარცხდა #1TVSPORT
გურამ ქუთათელაძე ელვეს ბრენერისთან დამარცხდა #1TVSPORT

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონზე დაბრუნებული გურამ ქუთათელაძე ბრაზილიელ ელვეს ბრენერისთან დამარცხდა. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა 26 წლის მეტოქესთან დაპირისპირება მესამე რაუნდში ნოკაუტით დათმო.

სამრაუნდიანი ბრძოლის პირველი ორი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ქუთათელაძემ მეტოქეს სერიოზული ზიანიც მიაყენა, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა.

შეხვედრის ბოლო რაუნდში კი ქართველმა მოულოდნელად მეტოქის იდაყვი გაატარა, რის გამოც ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

აქამდე გურამ ქუთათელაძეს UFC-ში ერთი მოგება და ერთი მარცხი ჰქონდა. გურამმა 2020 წელს მატეუშ გამროტი დაამარცხა, ხოლო 2022 წლის ივნისში დამირ ისმაგულოვთან მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო. საერთო ჯამში, MMA-ში გურამმა 12-ჯერ მოიგო, ხოლო ოთხჯერ დამარცხდა.

რაც შეეხება ელვეს ბრენერის, ბრაზილიელმა MMA-ის კარიერაში მე-15 გამარჯვება მოიპოვა. მისი დამარცხება მეტოქეებმა სხვადასხვა დროს სამჯერ შეძლეს.