გურამ ქუთათელაძე 22 მარტს ბრაზილიელ კაუე ფერნანდესს შეხვდება #1TVSPORT
გურამ ქუთათელაძე 22 მარტს ბრაზილიელ კაუე ფერნანდესს შეხვდება #1TVSPORT

UFC-ის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას 22 მარტს ბრაზილიელი კაუე ფერნანდესის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ფერნანდესს ამჟამად შერეულ ორთაბარძოლებში 9 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, ხოლო ქუთათელაძე დაპირისპირებას 13 გამარჯვებითა და 4 მარცხით ხვდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ორივე მებრძოლმა თავისი შეხვედრა გასული წლის 3 აგვისტოს აბუ დაბიში ჩაატარა და ორივემ მოიგო.

ქუთათელიძისა და ფერნანდესის ბრძოლა მსუბუქ წონაში გაიმართება და მას ლონდონი უმასპინძლებს.