გურამ კაშიას „სლოვანში“ არ უთამაშია - ნარიმანიძე „ჟილინაში“ ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ“ გურამ კაშიას „სლოვანს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1. ძოწენიძეს პირველი ტურის შემდეგ არ უთამაშია, კაშია კი ვლადიმირ ვაისმა ევროპა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩისთვის დაასვენა.
ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინამ“ „პოდბრეზოვას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად სძლია – 3:0. 19 წლის ქართველი მცველი, წინა მატჩების მსგავსად, ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება – 7.3 ქულა დაიმსახურა.
გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავას „სპარტაკმა“ გასვლაზე „კომარნოს“ 4:1 სძლია. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა, მისი თამაში კი 7.3 ქულით შეაფასეს. სატურნირო ცხრილში „სპარტაკი“ (12) და „ჟილინა“ (10) პირველ-მეორე ადგილებზე არიან.
ვახტანგ ჭანტურიშვილმა 90 წუთი ჩაატარა „იაბლონეცში“, რომელიც ჩეხეთის ჩემპიონატის გასვლით მატჩში „ტეპლიცეს“ დაუზავდა – 0:0. ზვიად ნაჭყებიას „ზლინმა“ კი შინ „ლიბერეცი“ 1:0 დაამარცხა, მაგრამ ქართველ თავდამსხმელს არ უთამაშია.