გურამ კაშიამ ფუტსალის ნაკრებს ევრო 2026-ზე გასვლა მიულოცა - დიდი მადლობა, რომ ქართველ ხალხს ასეთი წარმატება მოუტანეთ #1TVSPORT
გურამ კაშიამ ფუტსალის ნაკრებს ევრო 2026-ზე გასვლა მიულოცა - დიდი მადლობა, რომ ქართველ ხალხს ასეთი წარმატება მოუტანეთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, გუნდის წევრებთნ ერთად, სლოვაკეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმაც აღნიშნეს.

ბრატისლავაში გამართულ ევრო 2026-ის პლეი ოფის შეხვედრას ესწრებოდნენ გურამ კაშია, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი გაგუა, ცოტნე კაპანაძე და ლუკა ხორხელი. მატჩის შემდეგ მათ ტრიბუნიდან ფუტსალის ნაკრების გასახდელში გადაინაცვლეს.

„ისეთი ემოციები მივიღეთ, რომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და წარმატება მოგილოცოთ. ვიცი, რას ნიშნავს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. თქვენ ეს მეორედ შეძელით. ყველა ქართველს, ვისაც ფეხბურთი უყვარს, თქვენც უყვარხართ. დიდი მადლობა, რომ ქართველ ხალხს ასეთი წარმატება მოუტანეთ“, – მიმართა ფუტსალის ნაკრების წევრებს გურამ კაშიამ.