გურამ კაშია - „ზრინსკისთან“ აგრესიულად უნდა ვითამაშოთ #1TVSPORT
გურამ კაშია - „ზრინსკისთან“ აგრესიულად უნდა ვითამაშოთ #1TVSPORT

ბრატისლავას „სლოვანი“ 25 აგვისტოს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში მოსტარის „ზრინსკს“ უმასპინძლებს და ბოსნიაში წაგებისთვის (0:1) რევანშის აღებას შეეცდება. ამის შესახებ გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ, გურამ კაშიამ ისაუბრა.

„გასული მატჩი მოსტარში საკმარისად კარგად ვერ ჩავატარეთ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და ახლა მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობთ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს დღეები, რომ ტაქტიკურად მოვემზადოთ. ვფიქრობ, გასვლაზე აგრესია გვაკლდა. მნიშვნელოვანია კონცენტრაცია და წარმატების რწმენა. შედეგი და მინიმუმ ორი გოლით გამარჯვება გვჭირდება. ეს ადვილი არ იქნება, „ზრინსკი“ იბრძოლებს და კარგ ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენს ხელშია. ჩვენ უკვე რამდენიმე მატჩში დავამტკიცეთ, რომ ძალიან კარგად შეგვიძლია თამაში. ახლა ეს უნდა გავიმეოროთ. გაცილებით აგრესიულები უნდა ვიყოთ.

– წინა მატჩებისგან განსხვავებით, როცა გასვლაზე ხელსაყრელი შედეგები გვქონდა, ამჯერად განმეორებით საშინაო მატჩში ერთგოლიანი მინუსით ჩავატარებთ. ვფიქრობ, რომ სახლში განსხვავებული მატჩი იქნება, ვიდრე გასვლაზე. საერთოდ, „სლოვანი“ სახლში კარგად ვთამაშობთ. ვოცნებობ ევროპულ შემოდგომაზე, რასთანაც ძალიან ახლოს ვართ. მჯერა, რომ ამას ახლა შევძლებთ. კლუბს, ფეხბურთელებს და ქალაქს ევროპული ფეხბურთი უნდა და ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მოტივაცია. ვფიქრობ, ფანები, რომლებიც წინა ორთაბრძოლებში ფანტასტიკურები იყვნენ, ახლაც დაგვეხმარებიან. ჩვენ გვინდა, რომ ისინი გავახაროთ – გვჯერა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მოვა და შვილებს წამოიყვანენ. ვუსამძიმრებ ჩვენი გარდაცვლილი გულშემატკივრის მიხალ ტესარის ოჯახს. ჩვენ ასევე ვითამაშებთ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გულშემატკივარი გავახაროთ“, – განაცხადა 35 წლის გურამ კაშიამ.