გურამ კაშია - ვპროგრესირებთ და უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ
გურამ კაშია - ვპროგრესირებთ და უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ
„შვეიცარიის წინააღმდეგ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მეტოქეს ბევრი სირთულე შევუქმენით, პირველი გოლი რომ გაგვეტანა, შესაძლოა მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულებულიყო. ვთვლი, რომ თამაშის ხარისხით ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს შედეგზე არ აისახა. ჩემი აზრით, ნაკრების ახალმა ფეხბურთელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ისინი მარტშიც დაგვეხმარებიან“ – ეს შვეიცარიასთან (0:1) ევრო2020-ის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ განაცხადა.
ეროვნული გუნის ვიცე-კაპიტნის აზრით, საქართველოს ნაკრები ჯგუფში უკეთეს შედეგებს ისმახურებდა: „საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ისეთი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთა მოგება შეგვეძლო. ირლანდიის, დანიისა და შვეიცარიის წინააღმდეგ გოლი დაგკვაკლდა. აღნიშნულ სამ თამაშში ორი გოლი, რომ გაგვეტანა სატურნირო ცხრილში განსხვავებული ვითარება იქნებოდა“.
გურამ კაშიამ დასრულებული ციკლში ნაკრების პროგრესზე ილაპარაკა: „ვპროგრესირებთ, უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორ გზაზე ვართ. ამ ციკლში დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ და სტაბილურად ვითამაშეთ. ეს მთლიან გუნდს ეხება, რადგან დაცვით ფეხბურთში შემტევებმა და ნახევარმცველებმაც დიდი სამუშაო გასწიეს. ყველას გვმართებს, რომ შეტევაში თამაში გავაუმჯობესოთ. იმედი მაქვს, რომ მარტში წარმატებას მივაღწევთ. თუ იმ შეხვედრებშიც ასეთ ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ, შედეგი აუცილებლად იქნება“.