გურამ კაშია - შვედეთში მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო #1TVSPORT
გურამ კაშია - შვედეთში მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო #1TVSPORT

გუირამ კაშიამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი შეხვედრა შეაფასა, რომელშიც სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ 0:1 წავაგეთ.

„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო, ამისთვის საკმარისი მომენტები გვქონდა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რაც მწვრთნელს სურდა და ამ ორ დღეში შევისწავლეთ, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთეთ. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ნაჩვენები შედეგით ბედნიერი არ ვარ“, – განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გუნდის დებიუტანტებზეც ილაპარაკა:

„მსურს დებიუტანტებს მივულოცო ეროვნულ ნაკრებში გამართული პირველი შეხვედრა. ვთვლი, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს. გუნდში ახალი ენერგიაა და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“.