გურამ კაშია - სასიამოვნოა, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, ვეცდებით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოვიგოთ #1TVSPORT
გურამ კაშია - სასიამოვნოა, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, ვეცდებით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოვიგოთ #1TVSPORT

გურამ კაშიამ ერთა ლიგის მოახლოებულ ოფიციალურ თამაშებზე კომენტარი გააკეთა – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა პირველ მეტოქეზე, ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდზე ილაპარაკა, რომელსაც თბილისში 23 სექტემბერს ვუმასპინძლებთ.

„ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კარგი გუნდია. ჯგუფში ჩვენი კონკურენტები არიან დღესაც. ვფიქრობ, რთული თამაში იქნება“, – ამბობს გურამ კაშია.

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი გახარებულია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მატჩის ბილეთები წინასწარ გაიყიდა:

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. რა თქმა უნდა, ეს საოცრად დიდი მუხტია ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის. აუცილებლად ვეცდებით, რომ თამაში მოვიგოთ, რადგან ძალიან გვსურს ჯგუფური ეტაპის თბილისში მოგება“.

კაშიამ ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებასა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:

„გუნდში მაქსიმალურად ჯანსაღი კონკურენციაა, ყველა მეგობრულად არის განწყობილი ერთმანეთთან, რაც ძალიან სასიამოვნოა. კარგია ასეთ გუნდში მუშაობა. ბევრმა ფეხბურთელმა დიდი პროგრესი განიცადა და ეს ძალიან წაადგება ჩვენ ნაკრებს“.