გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა [ვიდეო] #1TVSPORT
გურამ კაშია რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. მატჩის დაწყებამდე ის გულშემატკივარს დაემშვიდობა.
კაშიამ ეროვნული გუნდის მაისურით 129 მატჩში მიიღო მონაწილეობა და „ჯვაროსნების“ რეკორდსმენი გახდა. მის ანგარიშზე 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. აღსანიშნავია, რომ გამოცდილ ცენტრალურ მცველს 16-ჯერ საყრდენ ნახევარმცველად უთამაშია, რაც ძირითადად თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში ხდებოდა.
კაშია ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. გუნდის კაპიტნად ის 2021 წელს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე სწორედ მისი კაპიტნობის პერიოდში გავიდა.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მატჩს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.