გურამ კაშია - სანიოლის ახალი დავალებები აქვს, გუნდში კარგი განწყობაა #1TVSPORT
გურამ კაშია - სანიოლის ახალი დავალებები აქვს, გუნდში კარგი განწყობაა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ქართულ მედიასთან კომენტარი გააკეთა მოახლოებულ სანაკრებო თამაშებზე და „ჯვაროსნების“ მზადებაზე.

„რამდენიმე დღეა, რაც ნაკრები შეკრებაზეა და ვარჯიში დავიწყეთ. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებით. მწვრთნელს აქვს ახალი დავალებები. იმედია, ეს შეკრება კარგად ჩაივლის“, – ამბობს გურამ კაშია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთს შეხვდება, ხოლო 6 ივნისს – ნიდერლანდებს. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.