გურამ კაშია - სან ხოსესთვის სეზონი დასრულებულია
გურამ კაშია - სან ხოსესთვის სეზონი დასრულებულია

ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის (MLS) ბოლო ტურში „კანზას-სიტისთან“ მძიმე საშინაო მარცხის (1:5) შემდეგ, ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას გუნდს – „სან ხოსეს“ კრიტიკა არ აკლია.

კალიფორნიელთა ქართველმა ლეგიონერმა, გურამ კაშიამ აღიარა, რომ უკანასკნელ ადგილზე მყოფი გუნდისთვის რაიმე მიზნებზე ფიქრი ძალიან გვიანია.

„ჩვენ „კანზას-სიტისთან“ თამაში პირველივე ნახევარში დავასრულეთ და საერთოდაც, ამით ჩვენთვის სეზონი დასრულდა. ახლავე, თითოეულმა ჩვენგანმა მობილიზება მომავალ სეზონზე უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ჟურნალისტებთან.

29 ტურის შემდეგ, „სან-ხოსემ“ 20 ქულა დააგროვა, დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და პლეიოფში მოხვედრის შანსი დაკარგა.