გურამ კაშია - რთული მატჩები გველის, თუმცა, იმედია, შედეგით კმაყოფილი ვიქნებით #1TVSPORT
გურამ კაშია - რთული მატჩები გველის, თუმცა, იმედია, შედეგით კმაყოფილი ვიქნებით #1TVSPORT

გურამ კაშიამ ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მოახლოებულ შეხვედრებზე კომენტარი გააკეთა. ეროვნული გუნდის კაპიტანი კვიპროსთან და შოტლანდიასთან რთული მატჩების მოლოდინშია.

„ამ ორი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო გვაქვს. ფეხბურთელებმა, რომლებმაც ადრე დავასრულეთ საკლუბო სეზონი, შედარებით ადრე დავიწყეთ სანაკრებო მატჩებისთვის მზადება. დაახლოებით ერთი კვირა დაგვრჩა მოსამზადებლად, კარგი პირობები გვაქვს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

საკმაოდ რთული ჯგუფი გვაქვს. პირველ მატჩში ერთი ქულა ავიღეთ და ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ ჩვენი მონაგარი. რთული გასვლითი მატჩები გველის, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეკრების დასრულების შემდეგ კმაყოფილი ვიქნებით“, – ამბობს გურამ კაშია.

ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში 17 ივნისს ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება, 20 ივნისს კი საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩების ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო FM 102.3.

მატჩების განრიგი

17 ივნისი, 22:45

კვიპროსი – საქართველო

20 ივნისი, 22:45

შოტლანდია – საქართველო