გურამ კაშია - მხოლოდ წინსვლაზე ვართ ორიენტირებული #1TVSPORT
გურამ კაშია - მხოლოდ წინსვლაზე ვართ ორიენტირებული #1TVSPORT

ბრატისლავასსლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ბათუმში „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული მედიის დიდი ინტერესი გაითვალისწინა და ჟურნალისტებს გურამ კაშიასთან ერთად შეხვდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მაოხლოებულ შეხვედრაზე, ბათუმელ გულშემატკივრებზე ისაუბრა და სამშობლოში მოწინააღმდეგედ ჩამოსვლის სირთულე ახსენა:

„ბათუმში ყოველთვის დამუხტული ატმოსფეროა, ბოლო დროსაც ასე იყო შვედების წინააღმდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში ხალხი დაგვეხმარა. ოთხშაბათის მატჩში კი უკვე მოწინააღმდეგედ ჩამოვედი. ჩვენს გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელთაც სავსე ტრიბუნების წინ დიდი ფეხბურთის თამაშის გამოცდილება გააჩნია. ვფიქრობ, ამას გავუმკლავდებით, მაგრამ ფაქტია, რომ ბათუმს ძალიან კარგი გულშემატკივარი ჰყავს. ჩვენ მხოლოდ წინსვლასზე ვართ ორიენტირებული“, – განაცხადა გურამ კაშიამ.

2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ ოთხშაბათს, 13 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.