გურამ კაშია - მიხარია, რომ „სლოვანს“ გოლით დავეხმარე, ეს ფეხბურთში საუკეთესო განცდაა #1TVSPORT
გურამ კაშია - მიხარია, რომ „სლოვანს“ გოლით დავეხმარე, ეს ფეხბურთში საუკეთესო განცდაა #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე „რაიო ვალეკანოსთან“ მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ბრატისლავის „სლოვანის“ მცველმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

კაშიამ ესპანელებთან შეხვედრაში გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

„მოგება სასიამოვნოა. „რაიო ვალეკანოსთნ“ სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. ეს იყო საოცარი მატჩი და შესანიშნავი დღე ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ძალიან გავახარეთ.

მიხარია, რომ გოლი გავიტანე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ეს საუკეთესო გრძნობაა, რაც კი შეიძლება ფეხბურთში განიცადო“, – განაცხადა გურამ კაშიამ.