გურამ კაშია - მძიმე პერიოდია, ხალხს უჭირს, მაგრამ წესებს უნდა დავემორჩილოთ
გურამ კაშია - მძიმე პერიოდია, ხალხს უჭირს, მაგრამ წესებს უნდა დავემორჩილოთ

„გამარჯობა, მე ვარ გურამ კაშია. მე და ჩემი ოჯახი ამერიკაში, სან-ხოსეში კარანტინში ვიმყოფებით. შევეცდებით, ჩავწეროთ ვიდეო, თუ როგორ გაგვყავს დრო“ – ასე იწყება გურამ კაშიამ ვიდეო, რომლითაც ფეხბურთის ფედერაციამ ახალი რუბრიკა „ერთი დღე“ წამოიწყო.

საქართველოს ნაკრების მცველი ჰყვება, კორონავურუსის საფრთხის გამო, სან-ხოსეში თუ რა პირობებში უწევს ვარჯიში: „სან-ხოსეში გარეთ გასვლა არის შეზღუდული. გასვლა და სირბილი ინდივიდუალურად შეიძლება. მე და ვაკო (ყაზაიშვილი) ერთად ამიტომ ვერ ვვარჯიშობთ. ვირბენ 5-6 კილომეტრს, მერე ბურთით ვითამაშებ, ცოტა დროს კარდიოვარჯიშს დავუთმობ, ცოტას კი ჩოგბურთში წავივარჯიშებ – ჩაწოდება არ მივარგა“.

კაშიამ ვიდეო დაცარიელებული სან-ხოსეს ცენტრშიც ჩაწერა: „ეს არის ქალაქის ცენტრი, სადაც ერთი მანქანაც არ დადის“.

შემდეგ ფიტნეს დარბაზს ესტუმრა – დააახლოებით 6,5 კილომეტრი 4 წუთში ირბინა. მერე იყო ბურთით ვარჯიში და ჩოგბურთი.

გამოცდილმა ფეხბურთელმა კორონავირუსის პერიოდში მოქცევის წესებზე ილაპარაკა: „ვიცით, რომ ცუდი პერიოდია, ხალხს უჭირს, ძალიან ბევრი ადამიანი ცუდადაა, მაგრამ უნდა დავრჩეთ პოზიტიურები და დავემორჩილოთ წესებს და ხელები ხშირად დავიბანოთ“.