გურამ კაშია - კორეასთან შედეგით კმაყოფილები არ ვართ, მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა
გურამ კაშია - კორეასთან შედეგით კმაყოფილები არ ვართ, მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა

გურამ კაშიამ თურქეთში კორეასთან ჩატარებული ამხანაგური მატჩი შეაფასა და დანიასთან მომავალი შეხვედრის შესახებ ილაპარაკა.

ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი უკმაყოფილოა, რომ საქართველოს ნაკრებმა კორეასთან საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა.

„კორეასთან ამხანაგურ შეხვედრას პოზიტიურად შევაფასებ. ბევრ ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მიეცა და ამასთან, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. თამაშს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით. სამწუხაროდ, მეორე ნახევარი კარგად ვერ დავიწყეთ. მთლიანობაში, ძალიან გახსნილი ფეხბურთი ვითამაშეთ და ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, რაც ჩემი აზრით, პოზიტიურია.

რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილები არ ვართ, რადგან შექმნილი მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა და გაშვებული გოლების ეპიზოდში უკეთესად უნდა გვემოქმედა. 8 სექტემბერს დანიის ნაკრებთან საკმაოდ საინტერესო და პრინციპული მატჩი გველოდება. კარგი შედეგისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – ამბობს გურამ კაშია.

დატოვე კომენტარი