გურამ კაშია - ისევ ისე ვშრომობ, როგორც ასი თამაშის წინ #1TVSPORT
გურამ კაშია - ისევ ისე ვშრომობ, როგორც ასი თამაშის წინ #1TVSPORT

გურამ კაშია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენია. მან „ჯვაროსნების“ ფორმით 101 მატჩი ჩაატარა.

გიბრალტართან შეხვედრაში ნაკრების კაპიტანმა ეროვნული გუნდის ფორმა მეასედ მოირგო და ამ მაჩვენებლით წინა კაპიტნებს, ლევან კობიაშვილსა და ჯაბა კანკავას გაუთანაბრდა. მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში კი 101-ე მატჩი ჩაატარა და ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

„გურამ კაშია – ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი“, – ფეხბურთის ფედერაციამ გურამ კაშიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ეროვნული ნაკრების კაპიტანი ამ მნიშვნელოვან ამბავს იხსენებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მეამაყება და, რაც მთავარია, შრომა ამ ციფრებით მიფასდება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სანაკრებო შეხვედრებისთვის მზად ვყოფილიყავი.

მინდოდა ყოველთვის ნაკრებში ყოფნა — ნებისმიერ შეკრებაზე, ამხანაგური იქნებოდა ეს თუ ოფიციალური. ჩემთვის ნაკრებში თამაში ყოველთვის პრიორიტეტული იყო.

მინდა, კიდევ მეტი ვითამაშო და ნომერი პირველი ვიყო ჩემს პოზიციაზეა. ისევ ისე ვშრომობ, როგორც ასი თამაშის წინ“, – ამბობს გურამ კაშია.