გურამ კაშია - ირლანდისთან გამორჩეული მატჩი იქნება
გურამ კაშია - ირლანდისთან გამორჩეული მატჩი იქნება
„ირლანდიასთან ყოველთვის საინტერესო თამაში გვაქვს. შემადგენლობას, რომელიც ამ მატჩისთვის ემზადება, ვფიქრობ, შეუძლია არასასიამოვნო ტრადიციის შეცვლა და სასურველი შედეგის მიღწევა. თუ გავითვალისწინებთ ბოლო მატჩებს ირლანდიასთან, უფრო უკეთესი მაჩვენებელი უნდა გვქონდეს“ – ამბობს გურამ კაშია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ყველაზე გვიან შეუერთდა.
 
გურამ კაშია ირლანდიისა და გიბრალტართან მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება და მიიჩნევს, რომ „ჯვაროსნებს“ ჯგუფის ლიდერის შეფერხება შეუძლიათ: „ვფიქრობ, დროა წლის ბოლო საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარი გავახაროთ და ის შედეგი ვაჩვენოთ, რომელიც ყველას დაგვაკმაყოფილებს. „დინამო არენაზე“ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და დარწმუნებული ვარ ირლანდიელთა წინააღმდეგ მატჩი ჩვენთვის გამორჩეული იქნება. ირლანდია ჯგუფის ლიდერია და მათთვის ყველა ქულას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ჩვენც მათ წინააღმდეგ მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ და შედეგიც აუცილებლად იქნება“.
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიას 12 ოქტომბერს თბილისის „დინამო არენა“ უმასპინძლებს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 17:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთაქვაზებთ.