გურამ კაშია - იმედია, უეფა ბელარუსთან მატჩზე მაყურებელს დაუშვებს
გურამ კაშია - იმედია, უეფა ბელარუსთან მატჩზე მაყურებელს დაუშვებს

საქართველოს ნაკრებისა და „სან-ხოსეს“ ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სეზონისთვის მზადებასა და ერთა ლიგის ნახევარფილურ შეხვედრაზე ილაპარაკა.

„ოპტიმალური ფორმიდან ძალიან შორს ვართ. ინდივიდულურად ვვარჯიშობდით და ქუჩაში დავრბოდით, რაც იდეალური ვარიანტი არაა. მწვრთნელები სავარჯიშო პროგრამებს გვიგზავნიდნენ, მაგრამ ფეხბურთს სხვა დატვირთვა, მოედანი და სავარჯიშო დარბაზი სჭირდება, მაგრამ ყველა გუნდი ჩვენს მდგომარეობაშია. ოფიციალური თამაშები სწრაფად მოგვიწევს. ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა მოვემზადოთ. ვარჯიშები ორი დღის წინ განვაახლეთ. ჯერ ინდივიდუალურად ვემზადებით. მოედანზე ყოფნა მხოლოდ მწვრთნელს და ოთხ მოთამაშეს შეუძლია. ფეხბურთელებისთვის პასის მიცემის უფლებაც არ აქვს. იდეალური ვარიანტი არაა, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია“, – ამბობს კაშია.

ამერიკაში სეზონი 8 ივლისს ახალი ფორმატის ჩემპიონატით განახლება. 26 გუნდი 5 ჯგუფებში 4-4 გუნდად გადანაწილდნენ, ბრძოლას პლეი ოფში სამი საუკეთესო  გააგრძელებს და გამარჯვებულს 11 აგვისტოს გამაოვლენენ. ჯგუფური ეტაპს ფლორიდა უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებისა და ამერიკული „სან-ხოსეს“ ცენტრალურმა მცველმა ტურნირის უჩვეულო ფორმატზე ილაპარაკა: „გუნდში ყველა გახარებულები ვართ, რადგან ფეხბურთი ყველას მოგვენატრა და კარგია, რომ მლს-მა გამოსავალი ახალი ფორმატის ჩემპიონატით იპოვა. ეს ძალიან გრძელი ტურნირი იქნება. სახლიდან შორს ყოფნა 40 თუ 45 დღე მოგვიწევს, სახლში კი აგვისტოში დავბრუნდებით. თუ უფლებას მოგვცემენ, ჩემპიონატს ვითამაშებთ, რომელიც წესით, ნოემბრის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. ბავშვობის შემდეგ მსგავსი ფორმატით არ მითამაშია. იმედია, ეს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის კარგი გამოცდილება იქნება“.

გურამ კაშია იმედოვნებს, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსთან უეფა მაყურებელს დაუშვებს: „იმაზე ფიქრიც არ მინდა, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ თამაშს მაყურებლის გარეშე ჩავატარებთ. იმედია, პანდემია მალე დასრულდება, გულშემატკივარი ტრიბუნებს დაუბრუნდება და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ ბელარუსთან ხალხის თანადგომა ძალიან გვჭირდება, რადგან ისინი ფეხბურთში ძალიან დიდ როლს თამაშობენ“.