გურამ კაშია - გუნდის პოვნას ნიდერლანდებში ვცდილობ, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია
გურამ კაშია - გუნდის პოვნას ნიდერლანდებში ვცდილობ, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ „სან-ხოსედან“ წამოსვლაზე, თავის მომავალზე და ეროვნულ ნაკრებზე ილაპარაკა.

 

რატომ წამოვედი ამერიკიდან

„მეც და ვაკო ყაზაიშვილსაც კონტრაქტი დაგვიმთავრდა. კლუბმა გახანგრძლივება არ ისურვა და გუნდი დავტოვეთ. მართალი გითხრათ, კარგი დრო გავატარეთ. ხალხს ჰგონია, რომ ამერიკაში მაღალი დონის ჩემპიონატი არაა, რასაც არ ვეთანხმები, საკმაოდ კარგი ჩემპიონატია და კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. დარჩენა მსურდა, მაგრამ ასე მოხდა და ვეძებთ რამე ახალს.

 

სად შეიძლება ვითამაშო

„ჯერ კონკრეტული არაფერია, რადგან პანდემიის გამო რთული პერიოდია და კარგი გუნდის მოიძებნა ძალიან რთულია. ევროპაში ბევრი გუნდი ფინანსურად შეზღუდულია, მით უმეტეს ნიდერლანდებში, სადაც ჩემი მეორე სახლია. იქ ვცდილობ გუნდი პოვნას, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. პირველი წრე ერთი კვირის წინ დასრულდა და მოლოდინის რეჟიმში ვარ.“

 

საქართველოში დაბრუნებაზე და შემოთავაზებებზე

„არაფერს გამოვრიცხავ. სულ მქონდა სურვილი, კარიერა საქართველოში დამემთავრებინა. მაგრამ დღეისთვის სხვა შემოთავაზებას ველოდები. რაც შეეხება თბილისის და ბათუმის „დინამოების“ წინადადებებს – მათ საქართველოს ნაკრების ყველა იმ მოთამაშისადმი აქვთ ინტერესი, რომლებიც უგუნდოდ არიან. ეს ძალიან სასიამოვნოა.“

დატოვე კომენტარი