გურამ კაშია - ევრო 2024-ზე მოხვედრა ახალი მოტივაციაა და მაქსიმალურად დიდხანს მინდა ვითამაშო #1TVSPORT
გურამ კაშია - ევრო 2024-ზე მოხვედრა ახალი მოტივაციაა და მაქსიმალურად დიდხანს მინდა ვითამაშო #1TVSPORT

„ამაყი და ჯერ კიდევ ძალიან მოტივირებული. გურამ კაშიამ მიზანს მიაღწია – 100 მატჩი ნაკრებში. ის უკვე ოფიციალურად ლეგენდაა. გიბრალტარში ერთა ლიგის მატჩში გურამ კაშიამ 100 წლის საიუბილეო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების მაისურით. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ჯერ სანაკრებო კარიერა ნამდვილად არ დაუსრულებია და წინ ახალი მოტივაცია აქვს“, – ასე მიულოცა ბრატისლავასსლოვანმა“ გურამ კაშიას ნაკრებში საიუბილეო მე-100 მატჩი და ინტერვიუ ჩამოართვა.

– გურამ, გილოცავ ას მატჩს ყველაზე ძვირფასი მაისურით. რა გრძნობები ჭარბობს თქვენში?

– ძალიან ვამაყობ, რომ მოვხვდი ჯაბა კანკავასა და ლევან კობიაშვილის გვერდით, მხოლოდ მათ ითამაშეს 100 მატჩი საქართველოს ნაკრებში. არცერთი აღარ არის ნაკრებში, მე კი მინდა დავრჩე და ზღვარი რაც შეიძლება მაღლა ავწიო. საამისოდ 14 წელი დამჭირდა. ეს იყო არა ნიჭის ან სხვა მიზეზის გამო, არამედ ჩემი ძალისხმევისა და საქმისადმი ერთგულების გამო. მე 35 წლის ვარ, ანუ უკვე ვეტერანი გავხდი, მაგრამ როცა ჩემს მატჩებს ვუყურებ, თითქოს ჯერ კიდევ 26 ან 27 წლის ვარ. ჯანსაღად ვიკვებები და ვარჯიშებს ვამატებ.

– შენი სიტყვებიდან ჩანს, რომ ნაკრებში ბოლო სიტყვა ჯერ არ გითქვამს.

– დიდხანს თამაში მინდა. წელიწადნახევარში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება და ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ნათლად მანიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვარ. ერთა ლიგის ჯგუფი მოვიგეთ, 2024 წლის მარტში კი საშინაო ნახევარფინალი გვექნება ყაზახეთთან. თუ წარმატებას მივაღწევთ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად თურქეთ-საბერძნეთის წყვილში გამარჯვებულთან ვითამაშებთ. ჩემთვის ეს ახალი მოტივაციაა, რომ ფორმაში ვიყო და თამაში მაქსიმალურად დიდხანს გავაგრძელო. ჩემი ოცნებაა საქართველო მივიყვანო დიდ ტურნირზე, რაც ყველაზე ტკბილი მომენტი იქნება ჩემს კარიერაში. არ ვამბობ, რომ თამაშს მაშინ დავამთავრებ. მაგრამ კარგი იქნებოდა, მსგავსი რამ კიდევ ერთხელ განმეცადა.

– ამ სეზონშიც კი დიდი დატვირთვა გაქვს მატჩებზე, რადგან მუდმივად თამაშობ სლოვაკეთის ჩემპიონატში, კონფერენს ლიგასა და ეროვნულ ნაკრებში. რა გეხმარება ასეთი დატვირთვების გამკლავებაში?

– ვსვამ უამრავ წყალს და ვიტამინებს ვამატებ. ვცდილობ ყურადღება მივაქციო ძილის ხარისხს და ხანგრძლივობას. ახლაც ვგრძნობ, რომ მატჩები მავსებს და მაღელვებს. მიყვარს მოედანზე ყოფნა და ყოველთვის ვბრაზდები, როცა სასტარტო შემადგენლობაში არ ვარ. ამას ჩვეულებრივ პატარა ასაკში გრძნობ, მაგრამ ეს აქამდე შემომრჩა. თუნდაც სამი თამაში გვქონდეს ერთ კვირაში და გრძელი ფრენა, მე თამაში ყოველთვის მინდა. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად მომზადებული ვიყო, მოედანზე ადგილი რომ დავიკავო.

– ამერიკიდან წამოსვლის შემდეგ თბილისის „ლოკომოტივში“ გადახვედი, სანამ 2021 წლის ზაფხულში „სლოვანის“ შეთავაზება არ მიიღე. რამდენად დაგეხმარა ეს ნაბიჯი ეროვნული ნაკრების მხრივ?

– ამერიკაში თამაში რთული იყო, რადგან სახლში ძალიან დიდხანს მიწევდა მანქანით მისვლა და ეროვნული ნაკრების ყოველ მატჩზე მიწევდა ეგრეთ წოდებული ბიორითმის დაძლევა (ბიორითმის დარღვევა ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ). ჭირდა თამაშში შესვლა, როცა სხეულში და თავში დილის სამი საათი იყო. საქართველოში დავბრუნდი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვიგრძენი, რომ ეროვნული ნაკრების კარები ნელ-ნელა იკეტებოდა. ეროვნულ გუნდს საქართველოს ლიგიდან რამდენიმე ფეხბურთელი შეუერთდა, მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდები. „სლოვანში“ შემიძლია კიდევ ბევრი კარგი მატჩის ჩატარება ჩემპიონატსა და ევროტურნირზე. ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისმა ფეხბურთელმა ასეთი მატჩები ჩაატაროს და შემდეგ შეძლოს ძლიერ ნაკრებებთან თამაში. ამაში ძალიან დამეხმარა „სლოვანი“ და მეც ვცდილობ მას მოედანზე ჩემი გამოსვლებით დავეხმარო.