გურამ კაშია - ეს ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ
გურამ კაშია - ეს ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებისა და ამერიკული „სან ხოსეს“ მცველმა, გურამ კაშიამ ბელარუსთან მოახლოებულ ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაზე ილაპარაკა, რომელიც 8 ოქტომბერს „დინამო-არენაზე“ გაიმართება.

„ჩემს კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. ფეხბურთელი თუ ხარ, სწორედ ასეთი შეხვედრა უნდა ითამაშო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მოედანზე ყველა ჩვენგანი სწორედ ასეთი განწყობით უნდა გავიდეს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გურამ კაშიამ.

გამოცდილი მცველმა იმ მიზეზებზე ილაპარაკა, რის გამოც ამერიკაში „სან ხოსეს“ ბოლო მატჩები გამოტოვა: „ტრავმირებული ვიყავი და ბოლო 3-4 მატჩი ვერ ვითამაშე. თუმცა, ახლა მოვმჯობინდი და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. თუმცა, ცუდი ისაა, თამაშები არ ჩამიტარებია“.

კაშიამ სექტემბრის სანაკრებო შეხვედრებზე მისი და ვაკო ყაზაიშვილის ჩამოუსვლელობის მიზეზიც დაასახელა: „სექტემბერში რომ ჩამოვსულიყავი, უკან, ამერიკაში დაბრუნებისას 10-დღიანი კარანტინი გველოდა და გუნდის თამაშებს ვერ ჩავატარებდით, ამიტომ ვერ ჩამოვედით, მაგრამ თამაშებს რომ ვუყურებდით, მე და ვაკოს მოედანზე გასვლის და ნაკრების დახმარების დიდი სურვილი გვქონდა“.