გურამ კაშია და „ვიტესი“ ევროპალიგაზე ითამაშებენ
გურამ კაშია და „ვიტესი“ ევროპალიგაზე ითამაშებენ

ჰოლანდიის ერედივიზიონის ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებითი ფინალური შეხვედრაში არნემის “ვიტესი” გასვლაზე “უტრეხტს” შეხვდა, 2:1 დაამარცხა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

სტუმართა შემადგენლობაში გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, 49-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

“ვიტესმა” პირველი მატჩი სტადიონ “გელერდომზე” მოიგო (3:2), გადამწყვეტი გოლი კი არნემელთა ქართველმა კაპიტანმა მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე გაიტანა.

საბოლოოდ, “ვიტესმა” ორმატჩიან დაპირისპირებაში მეტოქეს 5:3 აჯობა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს დაეუფლა.