გურამ კაშია - ბარსეგიანის მდგომარეობაში შევდივარ, სომხეთისთვის თამაშები წარუმატებელი გამოვიდა, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთში ასეთებიც ხდება #1TVSPORT
გურამ კაშია - ბარსეგიანის მდგომარეობაში შევდივარ, სომხეთისთვის თამაშები წარუმატებელი გამოვიდა, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთში ასეთებიც ხდება #1TVSPORT

გურამ კაშიამ ბრატისლავის „სლოვანის“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში სლოვაკეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს კითხვა ერთა ლიგაზე მარტში გამართულ საქართველო-სომხეთის მატჩებზეც დაუსვეს (9:1 – 3:0, 6:1), რადგან იქ მისი თანაკლუბელი ტიგრან ბარსეგიანი თამაშობს.

„სლოვაკეთში მოთამაშე ქართველებიდან ვიცნობ ნარიმანიძეს და მის ოჯახს – ჩვენ დროდადრო ვურთიერთობთ. ის ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, თუმცა საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ასევე ვიცნობ ცოტნე კაპანაძეს, რომელიც „დუნაისკა სტრედაში“ თამაშობს – ის კარგი ფეხბურთელია. მიხარია, რომ ქართველები სლოვაკეთში ჩამოდიან და მჯერა, კარგ შთაბეჭდილებას დატოვებენ.

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის საინტერესო თამაშები იყო. მოედანზე გასულს არ გეფიქრება, შენს წინააღმდეგ ძმა თამაშობს თუ მეგობარი. თამაშის შემდეგ მე და ტიგრან ბარსეგიანმა ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და მაისურებიც გავუცვალეთ. მის მდგომარეობაში შევდივარ – ეს თამაში სომხებისთვის წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთში ასეთებიც ხდება.

საგაზაფხულო ეტაპი ძალიან დატვირთული იყო – ჩემპიონთა ლიგის გარდა, თამაშები ეროვნულ გუნდშიც მიწევდა. ახლა შედარებით მშვიდი პერიოდი მაქვს. მეტი დრო მრჩება, რომ დავისვენო, პოდკასტებს მოვუსმინო და ახალი ენერგიით ავივსო. ამჟამად კარგ ფორმაში ვარ“, – ამბობს გურამ კაშია.