გურამ კაშია 100-იანთა კლუბს მიუახლოვდა - ახალი სათამაშო სისტემა ყველასთვის კომფორტულია #1TVSPORT
გურამ კაშია 100-იანთა კლუბს მიუახლოვდა - ახალი სათამაშო სისტემა ყველასთვის კომფორტულია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა, გურამ კაშიამ უზბეკეთთან გორში მოგებული (1;0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ნაკრებმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და ახალი სათამაშო სისტემით კმაყოფილია.

„ბოლო სამი თამაში, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმ ოპტიმიზმს, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშოთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც. ნაკრებში ჩამოსვლა ფეხბურთელებს ყოველთვის გვიხარია და მოტივირებული ვართ“, – ამბობს გურამ კაშია.

აღსანიშნავია, რომ გურამ კაშია, დიდი ალბათობით, მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება ლევან კობიაშვილისა და ჯაბა კანკავას შემდეგ, რომელიც ნაკრებში მე-100 მატჩს ჩაატარებს. ბრატისლავასსლოვანის“ ქართველმა მცველმა „ჯვაროსნების“ ფორმა პირველად 2009 წელს, ექტორ რაულ კუპერის დროს, ჩერნოგორიის წინააღმდეგ მოირგო.

მას შემდეგ 34 წლის გამოცდილმა მცველმა ნაკრების ფორმით 91 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. თუ გურამის საქმისადმი დამოკიდებულებას, მის ფორმასა და ნაკრებში ცენტრალური მცველის პოზიციაზე არსებულ საკადრო დეფიციტს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, გურამ კაშია 100-იანთა კლუბში 2023 წლამდე მოხვდეს.