გურამ გიორბელიძე ავსტრიაში მკურნალობს - იმედი მაქვს, მოედანს მალე დავუბრუნდები
გურამ გიორბელიძე ავსტრიაში მკურნალობს - იმედი მაქვს, მოედანს მალე დავუბრუნდები

გორის „დილადან” ავსტრიაში გადასული გურამ გიორბელიძე მკურნალობას ასრულებს, აგვისტოში კი კლუბთან ერთად ვარჯიშს იმედოვნებს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ვოლფსბერგერის“ ქართველმა ლეგიონერმა განუცხადა.

„გუნდთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გავაფორმე და ავსტრიის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი გუნდის წევრი ოფიციალურად გავხდი. მაგრამ ჯერ ვერ ვვარჯიშობ, რადგან გორის „დილაში“ ჩატარებულ შეხვედრაში (თბილისის „დინამოსთან”) დავშავდი და მკურნალობა დამჭირდა. თუმცა, აღდგენა კარგად მიმდინარეობს და იმედი მაქვს, მოედანს მალე დავუბრუნდები“, – აცხადებს საქართველოს გურამ გიორბელიძე.

24 წლის პერსპექტიული მცველი მოხვდა გუნდში, რომელიც ევროპის ლიგის ახალი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. გიორბელიძე იმედოვნებს, რომ თამაშების დაწყებამდე ფორმაში შევა:

„ტკივილები თითქმის აღარ მაწუხებს. შემდეგ კვირას დატვირთვას კიდევ გავზრდი და იმედი მაქვს, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირამდე ფორმის აღდგენა შესაძლებელი იქნება. ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა უეფაში 2 ოქტომბერს გაიმართება, 20 ოქტომბერს პირველი შეხვედრა იქნება და დარწმუნებული ვარ, მანამდე ფორმას აღვიდგენ, მზად ვიქნები და თამაშსაც შევძლებ“.