გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება დაიწყო - მთავარი პრიზისთვის 12 გუნდი იბრძოლებს #1TVSPORT
გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება დაიწყო - მთავარი პრიზისთვის 12 გუნდი იბრძოლებს #1TVSPORT

26 ნოემბერს დაიწყო საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება – ყოფილი ფეხბურთელის, მსაჯისა და საფეხბურთო კლუბ სოხუმის „ცხუმის“ პრეზიდენტის და სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება 2018 წლიდან ტარდება.

ტურნირის ორგანიზატორი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაა, რომელიც გათამაშებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადგომით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერითა და სრული დაფინანსებით ატარებს.

მთავარი პრიზისთვის 2011-2012 წლებში დაბადებული მოზარდების 12 გუნდი იბრძვის. მატჩები 35-ე საფეხბურთო სკოლის მოედნებზე ტარდება, რომელიც ახლახანს განახლდა. გურამ გაბისკირიას თასის 12 მონაწილე გუნდი სამ ჯგუფში ასე გადანაწილდა:

A ჯგუფი: გორდა (რუსთავი), გლდანი-2016, ზესტაფონი-1, დომინანტი

B ჯგუფი: დინამო (სოხუმი), ხილიანი, 35-ე საფეხბურთო სკოლა, ავაზა

C ჯგუფი: აფხაზეთის, თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემია, ზესტაფონი-2, ამერი

ჯგუფური რაუნდის 3 ტურის შემდეგ, ორი გამარჯვებული და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი, ასპარეზობას 1/4-ფინალში გააგრძელებს.