გურამ ფალავანდიშვილი - რომ არა პოლიცია, ჩვენთვის ხელების გადაგრეხვა, კინოთეატრებში ფილმის ჩვენება მშვიდობით არ შედგებოდა
გურამ ფალავანდიშვილი - რომ არა პოლიცია, ჩვენთვის ხელების გადაგრეხვა, კინოთეატრებში ფილმის ჩვენება მშვიდობით არ შედგებოდა

რომ არა პოლიცია, ჩვენთვის ხელების გადაგრეხვა, კინოთეატრებში ფილმის ჩვენება მშვიდობით არ შედგებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ამ დრომდე აპროტესტებს ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას.

მან მოუწოდა პოლიციელებს, „გაიხადონ მუნდირები და მათ დაეხმარონ“.

„ჩვენ ვაპირებთ, ბოლომდე ვიყოთ კინოთეატრებთან, ღამის პირველ საათამდე. რა თქმა უნდა, არ გვინდა აქ დგომა, მაგრამ ვართ, რათა ვინც შიგნით არის, იცოდეს, რომ არა პოლიცია, რომ არა გაძლიერებული დაცვა და ოკუპაცია და ჩვენთვის ხელების გადაგრეხვა, ჩვენ ამას არ დავუშვებდით და კინოთეატრებში ეს ჩვენება მშვიდობით არ შედგებოდა. მშვიდობით როგორ – უბრალოდ, ჩვენ დავიკავებდით ამ ადგილებს წინასწარ და მათ არ შევუშვებდით. არც კი მოუვიდოდათ აზრად თავში აქ მოსვლა, მხოლოდ მოვიდნენ დიდი სახელმწიფო აპარატის იმედად“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

მისივე თქმით, ფილმის ჩვენების გაპროტესტებას თბილისსა და ბათუმში ხვალაც აპირებენ.