გუნდური თამაშით დინამომ ოლიმპი დაამარცხა | სუპერლიგა
გუნდური თამაშით დინამომ ოლიმპი დაამარცხა | სუპერლიგა

პირველი ტური „ოლიმპისა“ „დინამო თბილისის“ მატჩით დასრულდა. გაიმარჯვეს დინამოელებმა – 77:67. შემადგენლობიდან გამომდინარე, ორივე გუნდი მიმდინარე სუპერლიგის ფავორიტთა რიგებს განეკუთვნება და შეხვედრაც საკმაო ინტერესს იწვევდა.

საბოლოოდ დინამოელებმა ათქულიანი სავაობით გაიმარჯვეს, რაც მათი გუნდური თამაშის და დაბალანსებული შემადგენლობის დამსახურებაა. მაკედონიელ მწვრთნელ, მუჰამედ ტაჩის ყველა პოზიციაზე საიმედო კალათბურთელები ჰყავს, რაც ამ მატჩში იმის გარანტია აღმოჩნდა, რომ პირველ პერიოდში მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობა (20:10) დინამოელებს ბოლომდე შეენარჩუნებინათ.

მესამე პერიოდის შუაში ოლიმპელებმა მინიმუმამდე შეამცირეს დეფიციტი, მაგრამ დინამოელებმა გუნდური თამაშის წყალობით კვლავ დაიბრუნეს უპირატესობა და შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა.

„დინამოს“ ამერიკელმა ახალწვეულმა, ტრეივონ რიდმა და ახალგაზრდა ნიკა დარბაიძემ ულიდერეს. 218 სანტიმეტრი სიმაღლის ამერიკელმა ცენტრმა 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, დარბაიძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 6 პასი დაგროვდა. დინამოელთა ბომბარდირი ახალგაზრდა ლაშა მიქელაძე გახდა, რომელმაც 14 ქულა მიითვალა. 13 ქულა ჩააგდო ლუკა ბულაშვილმა. „ოლიმპში“ 19 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ბუნდუ აბდულაი, 15 ქულა ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე დაგროვდა.

სუპერლიგის მეორე ტური 24 და 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

gbf.ge