გუნდის გადარჩენას მიქაუტაძე თუ შეძლებს - გულშემატკივრებს ქართველი ფეხბურთელის იმედი აქვთ #1TVSPORT
გუნდის გადარჩენას მიქაუტაძე თუ შეძლებს - გულშემატკივრებს ქართველი ფეხბურთელის იმედი აქვთ #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში პსჟ-სთან მატჩი 0:2 დათმო, რომელშიც ქართველ თავდამსხმელს გოლი არ გაუტანია.

„მეცმა“ ლიგა 1-ში მე-16 ადგილი დაიკავა და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი აუტში ითამაშებს.

გადამწყვეტ შეხვედრაში „მეცის“ გულშემატკივრებს გიორგი მიქაუტაძის იმედი აქვთ.

„მიქაუტაძესა და „მეცის“ დანარჩენ ფეხბურთელებს შორის კლასში სხვაობა დიდია.

„მართლა კარგი მოთამაშეა – ამ ფეხბურთელში ნამდვილად არის საინტერესო თვისებები“.

„გაუგებარი იქნება, თუ ამ ზაფხულში საინტერესო კლუბში არ გადავა“.

„ძალიან არაორდინალური მოთამაშეა“

„მიქაუტაძემ ისევ შეძლო გულშემატკივრის ემოციის გამოწვევა“.

„„მეცის“ გადარჩენას მიქაუტაძეს თუ შეძლებს“.

ქართველი ფეხბურთელის გუნდის მეტოქე დარჩენისთვის ბრძოლაში „სტ.ეტიენი“, „როდეზი“ ან „პარიზი“ იქნება.