გულშემატკივრისთვის ხელის გარტყმის გამო ნეიმარს მკაცრი სასჯელი ელის  (ვიდეო)
გულშემატკივრისთვის ხელის გარტყმის გამო ნეიმარს მკაცრი სასჯელი ელის (ვიდეო)

პარი სენ-ჟერმენის ფორვარდ ნეიმარს ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის იმ ინციდენტის გამო, რომელიც საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ მოხდა.

ბრაზილიელი ტრიბუნებს შორის დერეფანში მიემართებოდა, ერთ-ერთი გულშემატკივრის გვერდით გაჩერდა და ხელი დააფარა მისი ტელეფონის კამერას. ფეხბურთელმა და ფანმა რაღაცაზე დაილაპარაკეს, რის შემდეგაც ნეიმარმა სახეში ხელი გაარტყა მამაკაცს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია გამოიძიებს ამ ინციდენტს და, არ არის გამორიცხული, ნეიმარმა ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, უეფამ სამი მატჩით დასაჯა ბრაზილიელი იმის გამო, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის შემდეგ, მსაჯთა ოთახში შევარდნას ცდილობდა.

საფრანგეთის თასის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა რენთან პენალტების სერიაში წააგო.