გულშემატკივრებმა ვან დეიკი წლის მოთამაშედ აირჩიეს
გულშემატკივრებმა ვან დეიკი წლის მოთამაშედ აირჩიეს

„ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა მიიღო პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, რომელიც საფეხბურთო გულშემატკივართა ასოციაციის მიერ არის დაწესებული.

„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ეს პრიზი მივიღე. ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა ქვეყნის ყველა გულშემატკივარს იმისთვის, რომ მე ამირჩიეს წლის მოთამაშედ. იმედია, გავაგრძელებ ჩემი საქმის კარგად კეთებას და დახმარებას გავუწევ კლუბს“, – განაცხადა ვან დეიკმა.

ხმების რაოდენობით ჰოლანდიელმა გაუსწრო სადიო მანეს (ლივერპული), ჯეიმი ვარდის (ლესტერი), ჰეონ-მინ სონს (ტოტენჰემი), რაჰიმ სტერლინგსა (მანჩესტერ სიტი) და პიერ-ემერიკ ობამეიანგს (არსენალი).