გულშემატკივრებმა „ლივერპული“ ბრიტანეთის ყველაზე საყვარელ გუნდად აღიარეს
გულშემატკივრებმა „ლივერპული“ ბრიტანეთის ყველაზე საყვარელ გუნდად აღიარეს

„ლივერპული“ ბრიტანეთში ყველაზე საყვარელ საფეხბურთო გუნდად გამოცხადდა. გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ვებგვერდმა Football Index-მა ჩაატარა.

საუკეთესოს ირჩევდნენ 16 სხვადასხვა მაჩვენებლით, მათ შორის, ფანების კულტურის დონით, წარმატებებით, სათამაშო სტილის მომხიბვლელობით, მენეჯმენტის დონით და ასე შემდეგ.

იურგენ კლოპის გუნდს ხმა მისცა გამოკითხულთა 8.3 პროცენტმა. მეორეზე გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ექვსი პროცენტით, მესამეზე – „ჩელსი“ (3.1 პროცენტი). ორ-ორი პროცენტით ხუთეულში მოხვდნენ „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“.

შემდეგ მოდიან – „ტოტენჰემი“ (1.8%), „ვულვზი“ (1.5%), „ნიუკასლი“ (1.4%), „ევერტონი“ (1.4%) და „ასტონ ვილა“ (1.4%).

დატოვე კომენტარი