გულშემატკივრებისადმი მადლიერების ნიშნად - „ტორპედომ“ 12-ნომრიანი მაისური გააუქმა #1TVSPORT
გულშემატკივრებისადმი მადლიერების ნიშნად - „ტორპედომ“ 12-ნომრიანი მაისური გააუქმა #1TVSPORT

გულშემატკივრებისადმი მადლიერების ნიშნად, ქუთაისის „ტორპედომ“ 12-ნომერიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო, – ეს გადაწყვეტილება გუნდის პრესსამსახურმა გაასაჯაროვა.

„ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა საპატივსაცემოდ 12-ნომრიანი მაისურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. „ტორპედო“ აფასებდა, აფასებს და მომავალშიც დააფასებს ერთგული ქომაგის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას, რომელიც კლუბის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში სამაგალითო გულშემატკივრობის ნათელი გამოვლინება, კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში ბევრჯერ დაეხმარა. ამ ქმედებით, მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს. „ჯუნგლების“ იმ მრავალრიცხოვან ფანკლუბს, რომლიც 1960 წლიდან, „ტორპედოს“ გვერდში დგას! წინ ერთად დიდი გზაა გასავლელი! ერთად ბევრს შევძლებთ! გელოდებით სტადიონზე ჩვენს მეთორმეტე მოთამაშეებს!“, – ვკითხულობთ „ტორპედოს“ განცხადებაში.

სწორედ გულშემატკივრების თანადგომამ ყველაზე რთულ პერიოდებში განაპირობა ის, რომ გუნდი ეროვნული ლიგიდან არ გავარდა.

2021 წელს, ქუთაისის „ტორპედოს“ და მარტვილის „მერანის“ პლეი ოფის განმეორებით შეხვედრას, სადაც გუნდის ეროვნულ ლიგაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი წყდებოდა, ქუთაისის „რამაზ შენგელაი არენაზე“ გუნდის მხარდასაჭერად 12 ათასამდე გულშემატკივარი მივიდა.

ახალი სეზონიდან ქუთაისის „ტორპედოს“ 12-ნომრიანი მაისურის გამოყენების უფლება მხოლოდ მე-12 „მოთამაშეს“, გულშემატკივარს ექნება და მათ ტრიბუნაზე გადაინაცვლებს.