გულშემატკივრების ემოციები და კაპიტნის სამკლაური იარემჩუკს - „ბენფიკამ“ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა [ვიდეო] #1TVSPORT
გულშემატკივრების ემოციები და კაპიტნის სამკლაური იარემჩუკს - „ბენფიკამ“ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა [ვიდეო] #1TVSPORT

პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში „ბენფიკამ“ მხარი დაუჭირა უკრაინას და გუნდის უკრაინელ თავდამსხმელს, რომან იარემჩუკს – ტრიბუნების ოვაციების ფონზე კაპიტნის სამკლაური გადასცა.

ლისაბონის „ბენფიკამ“ პორტუგალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში „გიმარაეშს“ უმასპინძლა. გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით იან ვერტონგენმა გაიყვანა. უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.

უკრაინელის გამოჩენას გულშემატკივრები გასაოცარი ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ. თანაგუნდელებმა კი სოლიდარობა კაპიტნის სამკლაურის მორგებით გამოხატეს – „ბენფიკამ“ და პორტუგალიელებმა უკრაინას მხარი ასე დაუჭირეს. იარემჩუკმა კი შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sport Lisboa e Benfica (@slbenfica)

უკრაინის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი (36 მატჩი ნაკრებში, 12 გოლი) 4 წელი თამაშობდა ბელგიურ „გენტში“, სადაც მისი თანაგუნდელები იყვნენ გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და გიორგი ბერიძე.

დატოვე კომენტარი