გულიელმო ვიკარიო ტურინის „იუვენტუსს“ შეუერთდება #1TVSPORT
29 წლის იტალიელი მეკარე გულიელმო ვიკარიო ლონდონის „ტოტენჰემს“ ტოვებს და ასპარეზობას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის ცნობით, იტალიელი მეკარე სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ტურინულ კლუბში ოფიციალურად ჩაირიცხება. შეთანხმების თანახმად, ვიკარიო გუნდს ჯერ იჯარის წესით შეუერთდება, ხოლო ერთი სეზონის შემდეგ „იუვენტუსს“ მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
ცნობისთვის, იტალიელი ფეხბურთელი „ტოტენჰემის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავდა, 2025/26 წლების სეზონში კი მან 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
🚨⚪️⚫️ Juventus agree deal to sign Guglielmo Vicario from Tottenham, here we go!
Spurs accept loan proposal with buy option clause – not mandatory. Vicario wanted the move and leaves #THFC today.
New goalkeeper for Juventus. pic.twitter.com/Ix6nbs9TCn
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 17, 2026