გულიაშვილს ამჯერად არ გაუტანია - „სარაევო“ ლიდერთან დამარცხდა #1TVSPORT
გულიაშვილს ამჯერად არ გაუტანია - „სარაევო“ ლიდერთან დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილს ამჯერად თავი არ გამოუჩენია „სარაევოში“, რომელმაც ჩემპიონატის ლიდერს, „ზრინსკის“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა – 0:1.

ბოსნია-ჰერცეგოვინას ჩემპიონატის მე-15 ტურის დაპირისპირებაში ქართველი თავადმსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე დურაკოვიჩმა შეცვალა. თამაში დაძაბული გამოდგა და შესვენებამდე გოლი არ გასულა.

ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა. 56-ე წუთზე „ზრინსკის“ შეტევა ნარდინ მულაჰუსეინოვიჩმა გახსნა. „სარაევოს“ მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ქართველსი გუნდი დამარცხდა.

15 ტურის შემდეგ „სარაევო“ 34 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და „ზრინსკის“ უკვე 5 ქულით ჩამორჩა, ხოლო მესამეადგილოსანმა ბანია ლუკას „ბორაცმაც“ (32) ჩამორჩენა შეამცირა.