გულიაშვილმა „სარაევოში“ დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილმა „სარაევოში“ მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი „ფამოსი“ დამაჯერებლად დაამარცხა 5:1.

„სარაევო“ ბოსნიურ ქალაქ მეჯუგორიეში ემზადება, სადაც შეკრება 10 დღე გაგრძელდება და, ვარჯიშების გარდა, გუნდი ამხანაგურ მატჩებსაც მართავს. „ფამოსთან“ დაპირისპირებაში ექვსივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ქართველმა გიორგი გულიაშვილმა კი მეტოქის კარი ორჯერ აიღო.

„82-ე წუთზე, ულამაზესი მოქმედების შემდეგ, გულიაშვილმა ფენომენალური გოლი გაიტანა და მეტოქის მეკარეს აჯობა, 6 წუთის შემდეგ კი მორიგი ლამაზი კომბინაციის შედეგად საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ნახეთ ფეხბურთელის ორივე გოლი და დარწმუნდებით, რომ ის „სარაევოს“ უდავოდ გააძლიერებს“, – ასე შეაფასა ქართველის თამაში ბოსნიურმა გამოცემა sport1.oslobodjenje-მ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი „სარაევოში“ ერთი კვირის წინ „საბურთალოდან“ გადავიდა. 21 წლის თავდამსხმელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და რამაზ სვანაძის გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.