გულიაშვილის „სარაევო“ მოქმედ ჩემპიონთან გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატში „ზრინსკის“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა 1:1.
მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავადამსხმელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, „სარაევო“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. სამწუხაროდ, გიორგის მიმდინარე სეზონში ჯერ გოლი არ გაუტანია.
ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის მე-10 ტურის დაპირისპირების პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში კი 62-ე წუთზე „სარაევოს“ ხორვატმა თავდამსხმელმა კარლო ბუტიჩმა გახსნა. გუნდი მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ 90+2-ე წუთზე ვიტალიე დამასკანის დარტყმით „ზრინსკიმ“ წონასწორობა აღადგინა და თამაში გადაარჩინა.
10 ტურის შემდეგ 11 ქულით „სარაევო“ მე-7 ადგილზეა.