გულიაშვილის გოლმა „ველეჟს“ სამი ქულა მოუტანა #1TVSPORT
გულიაშვილის გოლმა „ველეჟს“ სამი ქულა მოუტანა #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და მოსტარის „ველეზს“ დობოის „სლოგასთან“ გამარჯვებაში დაეხმარა.

ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში ქართველი თავადმსხმელი მოსტარის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლის გატანის გარდა, ყვითელი ბარათიც მიიღო და სულ 76 წუთი ითამაშა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანგარიში 29-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გახსნა.

28 ტურის შემდეგ მოსტარის გუნდმა 49 ქულა დააგროვა, კონფრენს ლიგის ზონაში მესამე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე კონკურენტ „სარაევოს“ 7 ქულით ასწრებს.

ქართველმა თავდამსხმელმა მოსტარის „ველეზში“ სულ 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გულიაშვილი კლუბის მეორე ბომბარდირია ნერმან ჰასკიჩის (11 გოლი) შემდეგ, რომელმაც შვიდი მატჩით მეტი ჩაატარა.