გულიაშვილის ბოსნიაში ისევ გაიტანა და ბომბარდირებში ლიდერობს #1TVSPORT
გულიაშვილის ბოსნიაში ისევ გაიტანა და ბომბარდირებში ლიდერობს #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „სარაევოს“ ბიელინას „რადნიკთან“ მატჩის მოგებაში დაეხმარა – 3:2.

მე-16 ტურის შეხვედრა „სარაევომ“ სტუმრად გამართა და თავიდან ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს და თამაშის გადარჩენას შეეცადნენ.

გულიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს, ქართველმა თავდამსხმელმა 57-ე წუთზე „რადნიკის“ კარში მესამე ბურთი გაიტანა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„სარაევომ“ 15 ტურის შემდეგ 37 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზრინსკის“ ოთხი ქულით ჩამორჩება. გიორგი გულიაშვილი 12 გოლითა და ოთხი საგოლე გადაცემით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.