გულიაშვილი „სარაევოში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის #1TVSPORT
გულიაშვილი „სარაევოში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის #1TVSPORT

„საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაემგზავრა, სადაც საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ შეუერთდება.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი ბოსნია-ჰერცეგოვინას კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

გულიაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. თბილისური კლუბის ასაკობრივი გუნდების შემდეგ მთავარ გუნდში სადებიუტო თამაში 2018 წელს, 16 წლის ასაკში ჩაატარა.

გულიაშვილს უთამაშია ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ამჯერად კი 21-წლამდელთა ნაკრების წევრი და ერთ-ერთი ლიდერია.