გუჯა ლობჯანიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში
გუჯა ლობჯანიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში
ყაზახეთის ჩემპიონატში უკვე 31 ტური ჩატარდა, ამ ქვეყნის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ კი 5 ოქტომბერს გამართული 29-ე ტურის სიმბოლური ნაკრები, მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა.
 
ტურის რჩეულებში ქართველი თავდამსხმელი გუჯა ლობჯანიძე მოხვდა. 29-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდმა „ტარაზმა“ გასვლაზე „ოკჟეტპესი“ 2:3 დაამარცხა, ლობჯანიძემ კი დუბლი შეასრულა.
„ამ შედეგიან შეხვედრაში ლობჯანიძემ აჩვენა ხასიათიც, ბომბარდირის ნიჭიც და ისიც, კარზეა რომაა დაგეშილი. „ოკჟეტპესის“ მცველები ქართველი თავდამსხმელის შეჩერებას ისე ცდილობდნენ, როგორც შეეძლოთ. მაგრამ ლობჯანიძისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. მეორე ტაიმში მან დუბლი გაიფორმა, რამაც „ტარაზს“ სამი ქულა მოუტანა“ – წერია ყაზახეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფიციალურ გვერდზე.
საინტერესოა, რომ ყაზახეთში ტურის სიმბოლურ ნაკრებს საერთაშორისო სტატისტიკური სააგენტოს, „ინსტატ ინდექსის“ მონაცემებზე დაყრდნობით ადგენენ. ქართველმა თავდამსხმელმა სოლიდური ქულა დააგროვა – 337, რაც სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილ ფეხბურთელთა შორის მეორე მაჩვენებელია.