გუჯა ლობჯანიძე - „ტობოლი“ დავტოვე, მაგრამ ყაზახეთში დარჩენა მსურს #1TVSPORT
გუჯა ლობჯანიძე - „ტობოლი“ დავტოვე, მაგრამ ყაზახეთში დარჩენა მსურს #1TVSPORT

კოსტანაისტობოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა, გუჯა ლობჯანიძემ კლუბიდან წასვლაზე კომენტარი „სპორტს კაზახსტანთან“ გააკეთა.

როგორც ქართველმა ფორვარდმა განაცხადა, კოსტანაიასტობოლში“, სადაც 2021 წელს ყაზახეთის ჩემპიონი გახდა, ის აღარ ითამაშებს, მაგრამ არ დამალა, რომ შესაძლოა, ისევ ყაზახეთში დარჩეს.

კოსტანაისტობოლი“ ნამდვილად დავტოვე, მაგრამ ჯერ სიახლე არ არის. სად ვაპირებ კარიერის გაგრძელებას? სხვადასხვა ვარიანტებია, მაგრამ ყაზახეთში მინდა ვითამაშო“, – განაცხადა გუჯა ლობჯანიძემ.

29 წლის გუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის პრემიერლიგაში 2019 წლიდან თამაშობს და სამ წელიწადში სამი კლუბი შეიცვალა. ჯერ „ტარაზში“ გამოდიოდა, შემდეგ – „კაისარში“, 2021 წელს კი კოსტანაისტობოლში“ გადავიდა, სადაც 22 თამაშში ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

გუჯა ლობჯანიძეს ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში სისტემატურად იწვევდა და მისი ხელძღვანელობის დროს „ჯვაროსნების“ ფორმით 11 მატჩი ჩაატარა. ვილი სანიოლის პერიოდში 29 წლის თავდამსხმელს ნაკრებში აღარ უთამაშია.