გუჯა ლობჯანიძე - საქართველოში ვერ გავფრინდი და გამიჭირდა
გუჯა ლობჯანიძე - საქართველოში ვერ გავფრინდი და გამიჭირდა

გამოცემა „სპორტსთანკიზილორდასკაისარისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გუჯა ლობჯანიძემ საქართველოს ნაკრებში საკუთარ პერსპექტივაზე ილაპარაკა.

„ჯერჯერობით, საქართველოს ეროვნული ნაკრებში ბევრი არ მითამაშია, მაგრამ, რადგან მწვრთნელმა არაერთხელ მიმიწვია, ეს ნიშნავს, რომ ის ჩემში პერსპექტივას ხედავს. მეც ვცდილობ, როდესაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა მეძლევა, მაქსიმალურად დავიხარჯო და გუნდს შედეგი მოვუტანო“, – ამბობს გუჯა ლობჯანიძე.

27 წლის თავდამსხმელმა არ დამალა, რომ კარანტინის პერიოდში გაუჭირდა: „კარანტინის დროს სულ ბაზაზე ვიყავი, სადაც სავარჯიშოდ და ფორმის შესანარჩუნებლად პირობები გვქონდა, მაგრამ ბაზაზე მარტო ვემზადებოდი, ფეხბურთს ვერ ვთამაშობდი და რაც მთავარია, სახლში გამგზავრებაც ვერ მოვახერხე. ეს ძალიან ძნელი გადასატანი იყო, მაგრამ ვითმენდი“.

ლობჯანიძემ ყაზახურ მედიაში გავრცელებულ ინფორნმაციაზეც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, „კაისარში“ ხელფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. „ყველა ვხედავთ, მსოფლიოში რა ხდება – ეკონომიკა ყველგან დაეცა და ვხვდებოდი, რომ ჩვენი ბიუჯეტი და ხელფასებიც შემცირდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნოა, რადგან ფეხბურთელმა კონტრაქტის გაფორმებისას იცის, რა თანხა უნდა მიიღოს. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთული გადასატანია“.