გუგული მაღრაძე - ბრძოლა ყველაზე კარგად შეუძლია გიორგი გახარიას, მან ეს უკვე დაამტკიცა
გუგული მაღრაძე - ბრძოლა ყველაზე კარგად შეუძლია გიორგი გახარიას, მან ეს უკვე დაამტკიცა

პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გიორგი გახარია პრემიერად საუკეთესო არჩევანია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ.

მისივე თქმით, ბრძოლა ყველაზე კარგად შეუძლია გიორგი გახარიას და მან ეს უკვე დაამტკიცა.

„გახარია პრემიერად საუკეთესო არჩევანია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ქვეყანაში ფაქტობრივად, მიმდინარეობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან ჰიბრიდული ომი, რომლის ქრესტომათიული გამოვლინება არის ის, რასაც აკეთებს „ნაცმოძრაობა“, ცდილობს, რა შექმნას არეულობის და არასტაბილურობის განცდა მოსახლეობასა თუ უცხოელებში. ამასთან, ბრძოლა ყველაზე კარგად შეუძლია გიორგი გახარიას. მან ეს უკვე დაამტკიცა. ამდენად, მისი მხარდაჭერა ქვეყნის სტაბილურობის მყარი გარანტიაა“, – წერს გუგული მარღაძე „ფეისბუქში“.