„გუგლი“ აკრძალავს იმ ვებგვერდების რეკლამებს, რომლებზეც კორონავირუსის შესახებ კონსპირაციული თეორიები ვრცელდება
„გუგლი“ აკრძალავს იმ ვებგვერდების რეკლამებს, რომლებზეც კორონავირუსის შესახებ კონსპირაციული თეორიები ვრცელდება

კომპანია „გუგლი“ აკრძალავს იმ ვებგვერდებისა და აპლიკაციების რეკლამებს, რომლებიც კორონავირუსის შესახებ კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებენ. აღნიშნული შინაარსის მასალას კომპანიაში „საშიშ კონტენტს“ უწოდებენ, რომელიც კორონავირუსის პანდემიაზე მეცნიერულ კონსენსუსს ეწინააღმდეგება.

როგორც „გუგლის“ განცხადებაშია აღნიშნული, აიკრძალება ისეთი შინაარსის მასალების რეკლამირება, რომლებიც შეიცავს კონსპირაციულ თეორიებს იმის შესახებ, რომ კორონავირუსი შეიქმნა ჩინეთის ლაბორატორიაში, როგორც ბიოიარაღიკორონავირუსი „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა შექმნა ან რომ ვირუსი არის ტყუილი.

კორონავირუსის შესახებ რეკლამის განთავსების საშუალებას „გუგლი“ მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტებს მისცემს, მათ შორის, სამთავრობო ორგანიზაციებს და ჯანდაცვის სფეროს პროვაიდერებს.

დატოვე კომენტარი