გუგეშაშვილმა „ყარაბაღთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა - აზერბაიჯანელებმა ტრანსფერი „იაგელონიადან“ გამოისყიდეს #1TVSPORT
გუგეშაშვილმა „ყარაბაღთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა - აზერბაიჯანელებმა ტრანსფერი „იაგელონიადან“ გამოისყიდეს #1TVSPORT

აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო წლების უპირობო ლიდერმა, „ყარაბაღმა“ ლუკა გუგეშაშვილის შენარჩუნება მოახერხა. აგდამის კლუბმა ქართველი მეკარის ტრანსფერი ბიალიშტოკის „იაგელონიადან“ გამოისყიდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლუკა გუგეშაშვილი 3 წელი „ყარაბაღში“ ითამაშებს. კლუბმა ქართველ მეკარესთან, რომელიც 2022 წლის იანვარში იჯარით პოლონურ კლუბ „იაგიელონიადან“ იჯარით იყო გადმოსული, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „იაგელონიასთან“ მოლაპარაკების შედეგად ჩვენმა კლუბმა ქართველი მეკარის ტრანსფერის უფლება მიიღო“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

გუგეშაშვილი „ყარაბაღში“ დეკემბერში ჩაირიცხა და კონფერენს ლიგის პლეი ოფში მარსელის „ოლიმპიკის“ წინააღმდეგ 2 მატჩი ითამაშა. შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატში მხოლოდ 4 სრული შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ კარში ძირითადად აზერბაიჯანელი მეკარე იდგა.

ლუკა გუგეშაშვილმა პოლონეთის „იაგიელონიასთან“ კონტრაქტი 2016 წელს გააფორმა, მაგრამ გუნდში არ უთამაშია და რამდენიმეჯერ იჯარით გაუშვეს – 2017 წელს „ბიალა პოდლასკაში“, 2018 წელს – გორის „დილაში“, 2019 წელს – ესპანეთის ლა ლიგაში „გრანადას“ რეზერვისტებში, 2020 წელს ისევ „დილაში“ დაბრუნდა, დეკემბერში კი „ყარაბაღში“ წავიდა.

ლუკა გუგეშაშვილი იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წვერი, ვილი სანიოლმა 2021 წელს  ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც რამდენიმეჯერ მიიწვია.