გუგეშაშვილი და „ყარაბაღი“ კონფერენსლიგას გამოეთიშნენ #1TVSPORT
გუგეშაშვილი და „ყარაბაღი“ კონფერენსლიგას გამოეთიშნენ #1TVSPORT

ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „ყარაბახის“ შემადგენლობაში კონფერენსლიგის პლეიოფის განმეორებითი მატჩი ბელგიაში „გენტთან“, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე პენალტების სერიით გავიდნენ.

1/16-ფინალის პირველ დაპირისპირებაში, რომელიც ბაქოში გაიმართა, აზერბაიჯანის ჩემპიონმა ბელგიური კლუბი 1:0 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში უპირატესობას ბელგიელები ფლობდნენ.

ქართველ მეკარეს ყველაზე სახიფათო მომენტის მოგერიება 32-ე წუთზე მოუხდა, როდესაც კეიპერსმა დაახლოებით 23 მეტრიდან დაარტყა და ლუკამ ბურთი რთულ ვითარებაში აიღო, 50-ე წუთზე მორიგ შეტევას გადაეღობა, 67-ე წუთზე კი მასპინძლებმა ყველაზე რეალური საგოლე შანსი შექმნეს, მაგრამ ქართველმა კიპერმა აზერბაიჯანელები აშკარა გოლისგან იხსნა.

74-ე წუთზე გუგეშაშვილმა გუნდი ვეღარ გადაარჩინა: „გენტმა“ სტანდარტი შესანიშნავად გაითამაშა და ორბან გიფტმა ბელგიელები დააწინაურა, საერთოდ ანგარიში კი გაათანაბრა. ძირითად დროში ანგარიში არ შეცვლილა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები. 113-ე წუთზე სვენ კუმსმას საჯარიმო დარტყმის შემდეგ გუგეშაშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია და აზერბაიჯანელები გადაარჩინა.

საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც „გენტმა“ 5:3 გაიმარჯვა და კონფერენსლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა.