გუდაურში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სნოუბორდ კროსის ეტაპი მიმდინარეობს (ფოტოამბავი)
გუდაურში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სნოუბორდ კროსის ეტაპი მიმდინარეობს (ფოტოამბავი)

დღეს, 8 მარტს, გუდაურის „კუდების“ ფერდობზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპი დაიწყო ქალებსა და ვაჟებს შორის, რომელიც კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 მარტს სარეიტინგო შეჯიბრებით დასრულდება.

საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარეს სპორტსმენებმა ავსტრიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან და სხვ. სულ 627 სპორტსმენმა გაიარა რეგისტრაცია.

პირველი საშეჯიბრო დღე თითქმის 5 საათის განმავლობაში კუდების ფერდობზე, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ტრასაზე მიმდინარეობდა. სნოუბორდ კროსი ოლიმპიური სპორტის ერთ-ერთი დისციპლინაა. შეჯიბრის დროს ოთხი სნოუბორდისტი სტარტს ერთდროულად იღებს და მინიმალურ დროში ცდილობს ტრასის გავლას. ქალთა შორის გამარჯვებული გერმანელი სნოუბორდისტი ჰანა იედიოჰა გახდა. ვაჟთა შორის კი, ავსტრიელი სპორტსმენი ჯაკობ დუსეკი. ხვალ, 9 მარტს, FIS-ის ევროპის თასის მეორე ეტაპები გაიმართება. 10 მარტს კი სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი.